საზოგადოება

ქართული წარმატებული კომპანიები, რომლებიც აქტიურად იყენებენ TikTok-ის პლატფორმას

0
გაზიარება

TikTok ბოლო 2-3 წელია, ყველაზე ხშირად გვესმის. ტიკტოკერები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის ვიდეო კონტენტს ამ აპლიკაციაში განათავსებენ და ბევრი მათგანი სწორედ ამ მასალით გახდა პოპულარული. თუმცა კონკრეტული ადამიანების გარდა, ტიკტოკს სოციალური მედია მარკეტინგისთვისაც შესანიშნავად იყენებენ ბრენდები. 

ქართულ კონტენტს თუ თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ არც ისე ცოტა ქართული ბრენდია, რომელიც ტიკტოკზე წარმატებით პოზიციონირებს, ბევრი გამომწერი ჰყავს და სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით ეკონტაქტება თავის მომხმარებელს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

mcdonalds_geo

ყველასთვის საყვარელი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რა თქმა უნდა, ტიკტოკზეც აქტიურად არის წარმოდგენილი. მაკდონალდსი საქართველოს კონტენტი, როგორც ამ პლატფორმას შეეფერება, საკმაოდ მხიარულია. ვიდეოებს თუ დასქროლავთ, შეხვდებით პატარ-პატარა თამაშებს; სიუჟეტურ ვიდეოებს, სადაც პატარა, სახალისო ეპიზოდებია გადმოცემული. ამ ეპიზოდებში ხშირად საკუთარ თავსაც ამოიცნობთ, რადგან ისეთი სიტუაციაა მოცემული, რომელშიც ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანი აღმოჩენილა. ერთი სიტყვით, ბრენდი სახალისოდ და მომხმარებლისთვის მეგობრულ ენაზე აწვდის სათქმელს თავის ერთგულ გამომწერებს.

zoommer.ge

ზუმერის ტიკტოკური კონტენტი ძირითადად ორი სახისაა: პირველი მათგანი წარმოაჩენს თავად ბრენდის პროდუქციას – რამდენიმეწამიან ვიდეოებში გვიხსნის, რა არის ესა თუ ის პროდუქტი და რა შესაძლებლობები აქვს ისეთი, რომლებმაც შეიძლება დაგვაინტერესოს, მეორე კატეგორია კი, შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციული ტიკტოკის მასალაა – მხიარული მოკლე ვიდეოები, რომლებზეც აუცილებლად გაგეღიმებათ. ზუმერი ზოგადად გამორჩეულია ხმაურიანი, თამამი ვიდეორგოლებით და ამ მიმართულების წარმოჩენას არც ტიკტოკზე უშინდება.

avon_georgia

ეივონ ჯორჯია კიდევ ერთი ბრენდია, რომელიც აქტიურად იყენებს ტიკტოკს. კოსმეტიკის ამ ცნობილი ბრნედის ქართული წარმომადგენლობა ტიკტოკზე ძირითადად რჩევებს გვიზიარებს beauty სამყაროზე, თავის მოვლაზე, აქვე იხილავთ მოკლე და მარტივ ტუტორიალებს, თუ როგორ გაიკეთოთ მაკიაჟი და ა.შ.

minisoofficial

მინისოს პროდუქციის ხილვა მის ტიკტოკ არხზეც შეგიძლიათ. ფერადი სათამაშოები, საკანცელარიო აქსესუარები და სხვა საჭირო ნივთები – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც მაღაზიათა ქსელი ფიზიკურ სივრცეში გვთავაზობს, ონლაინაც აქვს გამოტანილი. განსხვავებით სხვა სოციალური ქსელებისა, ტიკტოკზე თითოეული ამ პროდუქტის ხილვა დინამიკაში შეგვიძლია ვიდეოების სახით, რომელიც პლატფორმაზე ბრენდის მხრიდან იდება. კომპანია ხშირად მიმართავს დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ unboxing ტრენდსაც, სადაც პროდუქტებს პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხსნის და გვიჩვენებს, შიგნით რა დევს.

masterchef.ge

მასტერშეფი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო შოუა, რომელსაც ათასობით მაყურებელი ჰყავს და მის მონაწილეებს გულშემატკივრობს. შესაბამისად, გადაცემა ტიკტოკზეც აქტიურად პოზიციონირებს და თავის კონკურსანტებს ამ პლატფორმის აქტიურ მომხმარებელსაც აცნობს. მასტერშეფის ოფიციალურ ტიკტოკ გვერდზე ნახავთ სახალისო ვიდეოებს, რომლებშიც მონაწილეების სხვა თვალით დანახვა შეგვიძლია. იმის გარდა, რასაც გადაცემის სერიებში ვუყურებთ, ეს პატარა ვიდეოები გვიჩვენებს მონაწილეების არაფორმალურ მხარეს და ამასთან, მათ უფრო ახლოდანაც გვანახებს.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები ითამაშებენ

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან. Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე…

ჯარი, პოლიცია, სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები… – Salenews Card სპეციალურად მათთვის

SALENEWS CARD (ყველა ფასდაკლება ერთ ბარათში)  -არის წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პროდუქტი, რისი მეშვეობითაც ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებით ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა

„წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია“-მ სტუდენტების მხარდაჭერისთვის ბაზარზე სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა. ამ პროექტის ფარგლებში,  წარმატებულმა ქართულმა ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა ხელი…

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს ახორციელებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!