დღის სიახლეებირეპორტაჟებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

0
გაზიარება

Tourist card –  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია სასურველ ენაზე განახლებული ინფორმაცის მიღება, რომელიც ტურისტებისთვის ქვეყანაში ყოფნისას  ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორისა :  სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიები, სასტუმროების, მარნების, რესტორნების, კაფე-ბარების, აუზების, ფიტნეს კლუბების, აქსესუარების, სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრების და ა.შ შეთავაზებები  და ფასდაკლებები.

აღნიშნულ ბარათთან დაკავშირებით წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა, სადაც  დეტალურად გააცნეს  Tourist card – ის შესახებ ინფორმაცია და მისი უპირატესობები.

Touristr card – შეიქმნა იმისთვის, რომ გაგვემარტივებინა კომუნიკაცია საქართველოში  შემოსულ უცხოელებსა და ქართულ ბიზნესებს შორის. ბარათში ვირტუალურად ჩავაშენეთ ყველა ის სერვისები, რომლითაც გვინდა ჩვენი ქვეყანა წარსდგეს მათ წინაშე. ვფიქრობთ, რომ ტურისტებისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი სიახლე, რადგან მათ აღარ მოუწევთ სათითაოდ ინფორმაციის მოძიება, იმის შესახებ თუ საქართველოში რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ“  – მაია ტატულაშვილი, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი.

ტურისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისები წარმატებული ქართული ბიზნესის ასოცაიციამ შეკრიბა და ერთ სივრცეში გააერთიანა. „Tourist card“ ორგანიზაციის უნიკალური პროდუქტია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით კომპანიას მოიცავს. ბარათში ვირტუალურად ჩაშენებული სპეციალური პროგრამა, ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს სასურველ ენაზე ყველა ის ინფორმაცია მიიღონ, რომელიც მათ საქართველოში ყოფნის პერიოდში გამოადგება.

ბარათის შეძენა ნებისმიერ ტურისტს ქვეყნის  სხვადასხვა ქალაქში, ტურისტულ ლოკაციებზე შეუძლიათ. ბარათის უნიკალურობას კომპანიების სანდოობა და შეთავაზებების მრავალფეროვნება განაპირობებს.

 

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!