უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთისადმი დაწესებული სანქციები განსაკუთრებით რუსეთის მიერ კონტეინერების იმპორტზე აისახა.
Bloomberg-ის მონაცემებით, გასული წლის ნოემბრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, რუსეთში კონტეინერების იმპორტის მაჩვენებელი 60%-ით არის შემცირებული.
საინტერესოა, რომ გასული წლის ნოემბრიდან ამა წლის თებერვლამდე რუსეთში, ყოველთვიურად, საშუალოდ 40.98 საკონტეინერო გადამზიდი შედიოდა, თუმცა მარტიდან ივნისამდე პერიოდში, ეს მაჩვენებელი განახევრდა და 19.68 საკონტეინერო გადამზიდი შეადგინა.
თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი კლება რუსეთის ბაზარზე მსხვილი გადამზიდი კომპანიების, მათ შორის Maersk-ის, CMA-CGM-ისა და Hapag-Lloyd-ის მიერ ოპერაციების შეჩერებამ გამოიწვია.
კონტეინერების იმპორტი ერთადერთი შემცირებული მაჩვენებელი არ არის – აპრილში, რუსეთის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა.