ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად ეცემა

0
გაზიარება

მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა.

გასულ 24 საათში კრიპტო-ბირჟის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 6.5%-ით, $1-ტრილიონიან ნიშნულამდე შემცირდა; ბიტკოინის საბაზრო ფასი 8.1%-ით დაეცა და ამჟამად 25,000 დოლარს აღწევს, ხოლო რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის – ეთერიუმის ღირებულება 8.5%-ითაა შემცირებული და 1,300 დოლარს შეადგენს.

ბიტკოინისა და ეთერიუმის გაუფასურების პარალელურად, მკვეთრად მცირდება სხვა კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულებაც: BNB (-6.3%); XRP (-6.6%); ADA (-9.9%); SOL (-12.5%); DOGE (-10.5%).

კრიპტო-ბირჟის მკვეთრი დაღმასვლა ზოგადი საფონდო ბირჟების და სპეკულაციური ბაზრების ვარდნასთანაა დაკავშირებული, რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებია. უწყების ცნობით, გასულ თვეს აშშ-ში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები, რასაც ტრადიციული თუ კრიპტობირჟებისთვის ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო პოზიციებს ამცირებენ და კაპიტალის დაბანდებისგან თავს იკავებენ.

საგულისხმოა, რომ უოლ-სრიტზე ბოლო ოფიციალური სავაჭრო სესია, რომელიც პარასკევს შედგა, უაღრესად არასახარბიელო იყო ზოგადი საფონდო ინდექსებისთვის: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების საერთო ღირებულება (S&P 500) თითქმის 3%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 2.7%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი 3.5%-ითაა შემცირებული.

მართალია, მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ფიუჩერსული კონტრაქტების ამჟამინდელი ღირებულება ცხადყოფს, რომ ბირჟა დაღმასვლის ძლიერი ტენდენციისაკენაა მიმართული და, სავარაუდოდ, უოლ-სტრიტსა თუ კრიპტო-ბირჟაზეც ორშაბათი არასახარბიელო შედეგებით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!