დეველოპერებიდღის სიახლეებიმშენებლობა

ვაკეში „აქსის თაუერსი“ გაიხსნა

0
გაზიარება

ვაკეში „აქსის თაუერსი“ გაიხსნა. ეს დეველოპერული კომპანია „აქსისის“ და თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია.

„აქსის თაუერსი“ რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია. ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდა.
მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თავისი მასშტაბითა და სირთულით გამოირჩევა, 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: საცხოვრებელ ფართებს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს, Accor ჯგუფში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „Pullman“ და საფეხმავლო-რეკრიაციულ ქუჩას.
გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით აქსის თაუერსი საქართველოში დეველოპმენტის ფლაგმანად და ქართული არქიტექტურის და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ იქცა.
37 სართულიანი ნაგებობა დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. პიედესტალით გაერთიანებული ქვის და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!