ეკონომიკაRSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 160 მილიონი დოლარით გაზარდა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, საქართველომ რუსეთთან როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი გაზარდა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთიდან 553.9 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 160 მილიონი დოლარით მეტია. ამ მაჩვენებლით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარია.

3.7%-იანი მატებაა ექსპორტში, რადგანაც იანვარ-მაისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა. შედეგად, რუსეთმა მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნდა.

იმპორტში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია.

გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულება და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი.

რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ხუთეული ასე გამოიყურება:

1) ნავთობპროდუქტები – $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, (მატება 148%);
2) ბუნებრივი აირი – $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, (კლება 32.6%);
3) ქვანახშირის კოქსი – $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, (მატება 171%);
4) ხორბლის ფქვილი – $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, (მატება 1217)%;
5) მარგარინი – $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, (მატება 686%).

რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელთა ექსპორტიც წელს 44%-ით გაიზარდა და $79.3 მილიონს მიაღწია.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ხუთეული ასეთია:

1) ფეროშენადნობები – 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, (მატება წინა წელთან 44%);
2) ღვინოები – 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, (კლება წინა წელთან 3.1%);
3) მინერალური და მტკნარი წყლები – 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, (კლება წინა წელთან 31%);
4) სპირტიანი სასმელები – 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, (კლება წინა წელთან 24%;)
5) გაზირებული წყლები შაქრით – 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, (კლება წინა წელთან 13.7%).

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!