გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის შედარებით სუსტი ტენდენცია დაფიქსირდა: S&P 500-ის ღირებულება 0.95%-ით გაიზარდა; 0.60%-ით მოიმატა Dow Jones-ის ინდექსმა; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 1.51%-ით არის გაზრდილი.
მსოფლიოს მასშტაბით covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელებისა და მთავრობების მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციების ფონზე, სულ უფრო მეტად იზრდება ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმებზე მოთხოვნა, მათ შორის საუკეთესო შედეგები კი კომპანია Zoom-ს აქვს, მისი აქციების ღირებულება გუშინ დამატებით 8.5%-ით გაიზარდა, ხუთდღიან ჭრილში კი მისი საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებელი თითქმის 20%-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი სავაჭრო სესია თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა: DocuSign-ის ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა; Intuit-ის აქციებმა 8.2%-ით მოიმატა; Palo Alto Network-ის ღირებულება თითქმის 6%-ითაა გაზრდილი; ვიდეობარათების მწარმოებელი Nvidia-ს ღირებულებამ 5.1%-ით მოიმატა; იმედისმომცემი კვარტალური შედეგების გასაჯაროების შემდეგ, Splunk-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5%-ით გაიზარდა; ხოლო ელექტრომობილების მწარმოების გლობალური ლიდერის – Tesla-ს აქციების ფასი გასულ 24 საათში 4.9%-ით არის გაზრდილი.
საცალო სექტორში წარმოდგენილი კომპანიების უაღრესად იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების ფონზე, თითქმის 9%-ით გაიზარდა Best Buy-ს აქციების ღირებულება.
რაც შეეხება Dow Jones-ის ინდექსში წარმოდგენილ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: American Express (+3.2%); Boeing (+2.3%); Home Depot (+1.9%); Caterpillar (+1.8%); Salesforce (+1.7%); Disney (+1.6%); Chevron (+1.6%).
გასული დღის სავაჭრო სესია გამორჩეული შედეგებით დაასრულეს შემდეგმა ამერიკულმა კომპანიებმაც: Bath & Body (+8.7%); Intuit (+8.2%); Newell Brands (+8.1%); Live Nation (+7.9%); ServiceNow (+7.8%); Caesars (+7.6%); Under Armour (+7.2%).
საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვირა ბაზრის სენტიმენტის არაერთგვაროვნებით და არასტაბილურობითაა გამორჩეული. ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრება ქვეყანას რეცესიაში გადაიყვანს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ზომიერი ბალანსის დაცვა შესაძლებელი იქნება, საფონდო ბირჟების მკვეთრი კორექცია კი გარკვეულ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.
რაც შეეხება კვარტალური ფინანსური შედეგების გამოქვეყნების საკითხს:
ხუთშაბათს მონაცემებს ასაჯაროებენ: Alibaba, Baidu, Costco, Marvell, Dollar Tree, Dell, GAP.
პარასკევს: Pinduoduo, Viomi, Hibbett, Sanderson, Big Lots, Canopy Growth.