ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა პროდუქტის შენახვა შეუძლია

0
გაზიარება

კახეთში სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.

“საქართველოს ოქროს ხელი” – ასე ჰქვია მეურნეობას, რომელიც 1 080 კვადრატულ მეტრზე, 5 სამაცივრე ბოქსს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეურნეობას 250 ტონა პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა აქვს.

“საქართველოს ოქროს ხელის” მენეჯერმა გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნა, რომ აქამდე სოფელში ხილის რეალიზაცია ჭირდა, რადგან ფერმერებს პროდუქტი მალევე უფუჭდებოდათ, სამაცივრე მეურნეობამ კი მათ საშუალება მისცა სარეალიზაციოდ მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ.

“სამაცივრე მეურნეობა უკვე ამოქმედდა. დავიწყეთ პირველი პროდუქტის – ატმის ჩაბარება და რეალიზაცია. შემდგომში უკვე სეზონის მიხედვით, სხვადასხვა ხილს ჩავიბარებთ. იგეგმება კენკროვანი კულტურების მიღება და რეალიზაციაც. რეგიონში სამაცივრე მეურნეობა ფერმერებისთვის დიდი ხელშეწყობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ხილი მალე ფუჭდება, ის რეალიზაციის შანსებს კარგავს, სამაცივრე მეურნეობის ხარჯზე კი,ხილი არ ზიანდება”, – აღნიშნავს ანდრო ჯოხაძე.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ოქროს ხელისთვის” $74 000 მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ანდრო ჯოხაძის განმარტებით, პროექტი USAID-ისა და “თიბისი სტარტაპერის” პროგრამის დახმარებით განხორციელდა.

“სამაცივრე მეურნეობა იდეალურად არის მოწყობილი. სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს კი “თიბისი სტარტაპერის” პროგრამის დახმარებით შევძელით”, – ამბობს ის.

“საქართველოს ოქროს ხელის” მენეჯერი პროდუქტის გასაღების ბაზრებზეც საუბრობს.

“დიდი პერსპექტივაა ევროპის ბაზრებზე, თუმცა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ლიდერობენ. მომავალი წლიდან ვაპირებთ სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზატორები მოვიძიოთ და ექსპორტი საკუთარი ძალებით განვახორციელოთ”, – აღნიშნა ანდრო ჯოხაძემ.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!