ბიზნესიდასვენება და გართობამეღვინეობაპარტნირები

ღვინის მოყვარულებო, მონიშნეთ შატო ატენი აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში

0
გაზიარება

ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ  „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

ქართლის რეგიონის სიყვარულითა და განვითარების სურვილით სოსო ვანიშვილმა შექმნა საოჯახო მეღვინეობა შატო ატენი, რომელიც თავიდან ბოლომდე მის მშობლიურ რეგიონს მიუძღვნა, მისი სამომავლო გეგმებიც მხოლოდ ქართლს უკავშირდება. სოსო თვითნასწავლი მეღვინეა, რომელმაც არაერთი წელიწადი ღვინის პროფესიონალურად შესწავლაში გაატარა.

სოსო ვანიშვილი პირველი მეღვინეა, რომელმაც ატენური ცქრიალა ღვინის ტრადიცია აღადგინა და სწორედ ეს მიმართულება იქცა მის სავიზიტო ბარათად.

 

როგორც თავად ამბობს მთავარი უმაღლესი ხარისხია და მისი მარანი იქამდე გაიზრდება, სადამდეც თავად შეძლებს ყველა ბოთლის კონტროლს.

 

„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება, როდესაც პირველი ვენახი გავაშენეთ; პირველი კარგი მოსავალი 2015 წელს მივიღეთ; 2016 წელს ჩამოვასხით პირველი ბოთლი ღვინო და გავხსენით სადეგუსტაციო მარანი, სადაც ტურისტებს ვთავაზობთ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესისი აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და  მასტერკლასებს.

შატოში ვაწარმოებთ ოთხი სახის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს,ორი სახის ცქრიალა ღვინოს: ატენურს და ელისაბედს და სამი სახის ჭაჭას: კლასიკურს, მუხის კასრში დაძველებულს და ტარხუნაზე დაყენებულს.

ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ ვიყენებთ საფუარს და ქიმიურ ნივთიერებებს. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის პროცესს, მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.

ჩვენი ვენახი გაშენებულია ატენის მიკრო ზონაში საუკეთესო ადგილას და ყურძენი საუკეთესო მოდის, შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო დგება. “ – განაცხადა სოსო ვანიშვნილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

 

შატო ატენი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. კორონავირუსის გავრცელებამ და პანდემიამ, რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედა “შატო ატენზე”, თუმცა პანდემიის დაძლევასთან ერთად აღადგინეს ტურისტული ექსკურსიები და ტურები.  ადგილზე მისულ სტუმარს ულამაზესი გარემო და განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა დახვდება, რომელსაც თან ახლავს უგემრიელესი კერძები საოჯახო სამზარეულოდან, დეგუსტაციები და მასტერკლასები.May be an image of 9 people, people sitting and indoor

როგორც, უკვე აღვნიშნეთ სოსო ვანიშვილის ყველა გეგმა მის საყვარელ რეგიონს უკავშირდება და შატო ატენის კიდევ უფრო გალამაზებას და გამრავალფეროვნებას აპირებს.

როგორც მან საუბრის დროს აღნიშნა, მალე ამ ულამაზეს ტერიტორიას კოტეჯები და პატარა ეთნო სოფელი დაემატება.

ყველა ღვინის მოყვარულს კი, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ესტუმრონ “შატო ატენს” და გაატარონ დაუვიწყარი დრო სოფელ ატენში. თუ ვერ ახერხებთ ატენს ესტუმროთ, შეგიძლია ღვინის დასაგემოვნებლად “8000 მოსავალს” ესტუმროთ, სადაც წარმოდგენილია “შატო ატენის” ღვინოთა კოლექცია.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “შატო ატენისგან” წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის წევრები განსაკუთრებული, 10 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ კოლექციაზე.

 

მსგავსი სიახლეები

ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით

ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის…

ANOVA – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ბაზრის კვლევების, ასევე, სოციალური კვლევის მიმართულებით

თანამედროვე სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება კაპიტალის ბაზარი, ბიზნეს სექტორი და მასთან ასოცირებული სფეროები, სულ უფრო მეტად გადამწყვეტი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება მონაცემებზე დაფუძნებული…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  5 ივლისს  Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!