დღის სიახლეებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

Hallo – პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში

0
გაზიარება

Hallo – პირველი ვირტუალური მობილურ ოპერატორია საქართველოში, რომლის მიზანია, შექმნას მარტივი, ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მთელი ქვეყნისთვის. “Hallo” არსებული ოპერატორების ალტერნატივა იქნება უფრო მისაღები ფასით, მომხმარებელზე მორგებული პაკეტებით და მაღალი ხარისხით. კავშირის სამყაროში “Hallo”-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და ყველანაირი ტიპის ადამიანს ახალ შესაძლებლობებს და მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს, კომპანია სერვისის მიწოდებას უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს.

„Hallo-ს მიზანია, შექმნას მარტივი, ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მთელი ქვეყნისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომხმარებელი სწრაფად შეიყვარებს ჩვენს ბრენდს და Hallo-ს მომსახურება მათი ყოველდღიურობის საიმედო მეგზური გახდება“,- აცხადებს შპს „ეკლეკტიკის“ დირექტორი გიორგი მირიანაშვილი.

ქსელმა სატესტო რეჟიმი უკვე გაიარა და მუშაობა სრული დატვირთვით Hallo-ს ბრენდით დაიწყო. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ნომრები დაიწყება ინდექსით – 500.

“Hallo”-ს პირველი მომსახურების ცენტრი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ. #66-ში, რომლის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.

კომპანიის შესახებ დამატებით დეტალებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.hallo.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით 110010; 032 2223222.  Hallo – უსასრულო კავშირისთვის!

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!