Panjo Art ქართველმა მხატვარმა მიხეილ ფანჯიკიძემ შექმნა, რომელიც ბავშვობიდან ხატავს და დღეს ამ სფეროში საკმაოდ წარმატებულია. ფერების შერწმყმით, ხატვის განსაკუთრებული სტილითა და შინაარსით მხატვარი საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს გადმოსცემს.
მიხეილ ფანჯიკიძეს ვენეციასთან დაკავშირებული არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი, პარალელურად კი მხატვარი ისტორიულად საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკაზე მუშაობს, რომელიც საქართველოს უკავშირდება, აგროვებს მასალებს და შემდგომ უკვე ტილოზე აცოცხლებს.
„ვენეცია შესანიშნავი,ზღაპრული ქალაქია, რომლის ნახვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ხშირად ვფიქრობ იმ გარემოზე და მრავალფეროვნებაზე, რასაც ეს ქალაქი აძლევს მნახველს და აქედან გამომდინარე უმეტესი ნამუშევრები ვენეციის თემას და ასევე საოცარ სანახაობას, კარნავალს უკავშირდება.
ყოველი ახალი ნამუშევრის დაწყება მამოგზაურებს ვენეციაში, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ კიდევ არაერთ ნამუშევარს შევქმნი. ინსპირაციის წყარო იტალიას და ამ ქვეყნისადმი დიდ სიყვარულს უკავშირდება, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა და ზუსტად ამ პერიოდში შეიქმნა უმეტესი ნამუშევარი. ვფიქრობ გამოფენის ჩატარებაზე,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.საელჩოების თანადგომა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იქნება. გამომდინარე იქიდან , რომ საქართველოში ძალიან უყვართ იტალია და ამ ქვეყანაში მოგზაურობა, გამოფენას დამთვალიერებელიც ბევრი ეყოლება „ – აღნიშნა მიხეილ ფანჯიკიძემ Geobusinessnews – თან საუბრის დროს.
Panjo Art – ის ნამუშევრების ნახვა და შეძენა ფეისბუქ პლატფორმით არის შესაძლებელი Panjo Art. მხატვარი დიდ ყურადღებას ნამუშევრის ჩარჩოში განთავსებას აქცევს, რადგან თვლის, რომ ნამუშევრის საბოლოო იერსახე ისეთი ქონდეს, როგორიც მას წარმოუდგენია.შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ნამუშევარი გადაეცემა სრულყოფილ მდგომარეობაში , დასრულებული სახით.