პარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიქართული წარმოება

Panjo Art -ის ვენეციური ინსპირაცია

0
გაზიარება

Panjo Art ქართველმა მხატვარმა მიხეილ ფანჯიკიძემ შექმნა, რომელიც ბავშვობიდან ხატავს და დღეს ამ სფეროში საკმაოდ წარმატებულია. ფერების შერწმყმით, ხატვის განსაკუთრებული სტილითა და შინაარსით მხატვარი საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს გადმოსცემს.

მიხეილ ფანჯიკიძეს  ვენეციასთან დაკავშირებული არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი, პარალელურად კი მხატვარი ისტორიულად საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკაზე მუშაობს, რომელიც საქართველოს უკავშირდება, აგროვებს მასალებს და შემდგომ უკვე ტილოზე აცოცხლებს.

„ვენეცია შესანიშნავი,ზღაპრული ქალაქია, რომლის ნახვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  ხშირად ვფიქრობ იმ გარემოზე და მრავალფეროვნებაზე, რასაც ეს ქალაქი აძლევს მნახველს და აქედან გამომდინარე უმეტესი ნამუშევრები ვენეციის თემას და ასევე  საოცარ სანახაობას, კარნავალს უკავშირდება. 

ყოველი ახალი  ნამუშევრის დაწყება მამოგზაურებს ვენეციაში, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ კიდევ არაერთ ნამუშევარს შევქმნი. ინსპირაციის წყარო იტალიას და ამ ქვეყნისადმი დიდ სიყვარულს უკავშირდება, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა და ზუსტად ამ პერიოდში შეიქმნა უმეტესი ნამუშევარი. ვფიქრობ გამოფენის ჩატარებაზე,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.საელჩოების თანადგომა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იქნება. გამომდინარე იქიდან , რომ საქართველოში ძალიან უყვართ იტალია და ამ ქვეყანაში მოგზაურობა, გამოფენას დამთვალიერებელიც ბევრი ეყოლება „ – აღნიშნა მიხეილ ფანჯიკიძემ Geobusinessnews – თან საუბრის დროს.

Panjo Art – ის ნამუშევრების ნახვა და შეძენა ფეისბუქ პლატფორმით არის შესაძლებელი Panjo Art. მხატვარი დიდ ყურადღებას ნამუშევრის ჩარჩოში განთავსებას აქცევს, რადგან თვლის, რომ ნამუშევრის საბოლოო იერსახე  ისეთი ქონდეს, როგორიც მას წარმოუდგენია.შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს  ნამუშევარი გადაეცემა სრულყოფილ მდგომარეობაში , დასრულებული სახით.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!