საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის კვერცხი გაიტანა.
იანვარ-აგვისტოში 1,334 მლნ აშშ დოლარის (41,971 მლნ ერთეული) კვერცხი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 მლნ აშშ დოლარის (3,743 მლნ ერთეული).
რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3,1 მლნ აშშ დოლარის (13,369 მლნ ერთეული) კვერცხი შემოვიდა, რაც თანხის მოცულობით, 15-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი აშშ დოლარის (7,588 მლნ ერთეული) პროდუქტი შეიძინა.
წელს კვერცხის ექსპორტი მხოლოდ ორ ქვეყანაში, კერძოდ, სომხეთსა (1,115 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (219.3 ათასი აშშ დოლარი) განხორციელდა.
ეს კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც წელს კვერცხი შემოვიდა:
- თურქეთი – 2,051 მლნ აშშ დოლარი
- უნგრეთი – 724.4 ათასი აშშ დოლარი
- ბულგარეთი – 138.4 ათასი აშშ დოლარი
- რუსეთი – 121.3 ათასი აშშ დოლარი
- ნიდერლანდები – 60.1 ათასი აშშ დოლარი
- საფრანგეთი – 3.9 ათასი აშშ დოლარი