დღის სიახლეებიკვება

საქართველომ წელს 3,1 მლნ ლარის კვერცხი შეიძინა

0
გაზიარება

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის კვერცხი გაიტანა.

იანვარ-აგვისტოში 1,334 მლნ აშშ დოლარის (41,971 მლნ ერთეული) კვერცხი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 მლნ აშშ დოლარის (3,743 მლნ ერთეული).

რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3,1 მლნ აშშ დოლარის (13,369 მლნ ერთეული) კვერცხი შემოვიდა, რაც თანხის მოცულობით, 15-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი აშშ დოლარის (7,588 მლნ ერთეული) პროდუქტი შეიძინა.

წელს კვერცხის ექსპორტი მხოლოდ ორ ქვეყანაში, კერძოდ, სომხეთსა (1,115 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (219.3 ათასი აშშ დოლარი) განხორციელდა.

ეს კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც წელს კვერცხი შემოვიდა:

  • თურქეთი – 2,051 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი – 724.4 ათასი აშშ დოლარი
  • ბულგარეთი – 138.4 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 121.3 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები – 60.1 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი – 3.9 ათასი აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!