A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმა უკვე ავტობუსის ზოლში შეეძლებათ – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.
აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.