ბიზნესი

აღმოაჩინე შენი საყვარელი ლუდი მაღაზიათა ქსელ „კრომბახერში“

0
გაზიარება

შ.პ.ს. „კოწახურა“ ლუდის მაღაზიათა ქსელი “krombacher”ს აღმაშენებლის ხეივნის ფილიალს ფლობს, რომელიც საუკეთესო ლუდებს გთავაზობთ მთელი ევროპიდან.

მაღაზიაში წარმოდგენილია ჩამოსასხმელი, ბოთლისა და ქილის ლუდების ფართო ასორტიმენტი. პრემიუმ კლასის გერმანული, ბელგიური, ჩეხური, ირლანდიური და ჰოლანდიური ლუდები. შ.პ.ს „კოწახურა“ მაღაზიათა ქსელთან ერთად ფლობს კომპანია „აიტაპჯორჯიას“, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე ყიდის სითხის ჩამოსახმელ მოწყობილობებს. აპარატის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი სითხის ლუდის, წვენის, ღვინისა და კოქტეილის ჩამოსხმა როგორც PET (პლასტმასის), ასევე შუშის ბოთლებში. აპარატურით დაინტერესების შემთხვევაში კომპანია მის მოწოდებას და დამონტაჟებასაც უზრუნველყოფს.

კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ეს აპარატურა მიგვაქვს, როგორც თბილისში,  ისე თბილისს გარეთ, ვამონტაჟებთ ყველგან სადაც მოთხოვნაა, ივენთებზე, დაბადების დღეებზე, წვეულებებზესურვილის შემთხვევაში ვაწვდით ლუდსაც განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს კომპანიის წარმომადგენელმა სოფო ნიპარიშვილმა.

May be an image of indoor, brick wall and text that says 'Krombacher Krombacher'

 

ლუდის მაღაზია „კრომბახერი“ გათვლილია ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანზე, მათთვის ვისაც უყვარს გერმანული ან ჩეხური ლუდი. „კრომბახერი“ გაძლევთ საშუალებას საზღვარგარეთ დაგემოვნებული ლუდი თბილისშიც აღმოაჩინოთ.

„გვაქვს ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მოსაწონი ლუდი, სწორედ ამაშია  ჩვენი უნიკალურობაც. გარდა ამისა, ლუდები, რომელიც ჩვენს მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი არის არალიცენზირებული , ორიგინალი მწარმოებელი ქვეყნებიდან. ასევე გასათვალისწინებელია საფასო კატეგორია. ამ მხრივაც ძალიან ფართო სპექტრი გვაქვს წარმოდგენილი. გვაქვს  პრემიუმ კლასის ლუდები, ქართულ ლუდებში გვაქვს დაბალი საფასო სეგმენტისთვის ორი ქართული ლუდი წარმოდგენილი.“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით „კრომბახერის“ 12 მაღაზიაა, რომელთაგან 9 თბილისშია. თბილისის გარდა არის კასპში, ქუთაისში და რუსთავში. ( გამრეკელის N3 (საბურთალო), ბერძენიშვილის N4 (ვაკე), ხიზანიშვილის N43 (გლდანი), პეტრიწის N10 (დიღომი), ნუცუბიძის IV პლატო, კორპუსი 9, მაღაზია „SPAR“-ი, მიშველაძის N5 (ცენტრალური ბაზარი „ფერმერი“, აბაშიძის კუთხეში ვაკის პარკთან), ავლიპ ზურაბაშვილის N1 (ექსპრეს-ფილიალი ავლაბaრის), თემქა, III მ/რ, 5 კვარტალი, 16 კორპ. მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა-ფშაველას V კვარტალი, კორპ. N4 (სანდრო ეულის ქუჩა), აგლაძის N79 (წყალტუბოს და აგლაძის ქუჩის კვეთა), წყნეთის გზატკეცილი N7 (ბაგები),კუპრაძის N74 (ვარკეთილი), ხიზანიშვილის N14/34 (გლდანი), აღმაშენებლის ხეივანი N91ა (დიღომი), ფარნავაზ მეფის გამზირი (დიღმის „გუდვილი“), ქ. რუსთავი, შარტავას N14, ქ. ქუთაისი, რუსთაველის N26, საგურამო, პირველი ქუჩის N33 ნომერში, ერისთავის N29, ქ. თელავი (რუსთაველის N84, ახვლედიანის N2, სეხნიაშვილის N2, სოფ. ვარდისუბანი)

როგორც, სოფომ  განაცხადა კომპანიას ჩამოსასხმელ აპარატურებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს : სექტემბრის თვეში,  მიუნხენში იმართბა ძალიან დიდი   გამოფენა  DRINKTECH სადაც იქნებიან  წარმოდგენილები  სასმელების ჩამოსასხმელი  მოწყობილობების მწარმოებლები და პროვაიდებერი. ჩვენი გენერალური დირექტორი ბატონი დავით კვინიკაძე მიემგზავრება ექსპოზიციაზე დასასწრებად . გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან: SRL Repatatia (მოლდოვა), Rotarex (ლუქსემბურგი), Micro Matic (დანია). ვგეგმავთ ინოვაციური ჩამოსასხმელი  მოწყობილობების შემოტანას, რომელიც  მომხმარებელს გაუადვილებს ლუდის ჩამოსხმას სახლის პირობებში.

 აპარატურა, ინოვაციური არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბითაც იქნება.

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

Chateau De Vere • შატო დე ვერე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, "Chateau De Vere • შატო დე ვერე"  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

Success Card – სპეციალური შეთავაზება კომპანიებში დასაქმებულებისთვის, 50% – იანი ფასდაკლება წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში

დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წარმატებული…

მოვიდა დრო, როდესაც აქტუალურია ვიფიქროთ თანამშრომლების კეთილდღეობაზე – თეონა ბაღათურია

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წარმატებული ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, რომლებიც ადამიანურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!