დღის სიახლეებისიახლეები

ახალი ვალდებულება ქათმის ფერმებისთვის – კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა

0
გაზიარება

მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები დაამტკიცა- მთავრობის დადგენილება ამის შესახებ უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილებიდან ირკვევა,რომ ეს წესი არ ვრცელდება: საწარმოზე, სადაც 350-ზე ნაკლები კვერცხმდებელი ქათამია; ასევე საწარმოზე, სადაც ხორციელდება სანაშენე კვერცხმდებელი ქათმის გამოზრდა.

დადგენილების თანახმად, კვერცხმდებელ ქათმად მოიაზრება, Gallus gallus სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის.

მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, ყველა კვერცხმდებელი ქათამი უნდა შემოწმდეს მფლობელის ან ქათმებზე პასუხისმგებელი პირის მიერ დღეში ერთხელ მაინც. ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ყველა შენობას უნდა ჰქონდეს განათების საკმარისი დონე იმისათვის, რომ ყველა ქათამს შეეძლოს ერთმანეთის გარკვევით/მკაფიოდ დანახვა.

დადგენილება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. თუმცა, დადგენილებით განსაზღვრული გარკვეული მოთხოვნების დაცვა, სხვადასხვა პერიოდიდან გახდება სავალდებულო. მაგალითად, კვერცხმდებელი ქათმებისთვის მოწყობილი საკვებურების, საწყურებელის, საბუდარის დადგენილებით განსაზღვრულ მოთოხვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2026 წლის 1-ლი ივნისიდან მოუწევთ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ბაზარზე ფუნქციონირებას დაიწყებენ 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ან ამ წესის დამტკიცებამდე ფუნქციონირებდნენ და აპირებენ რეკონსტრუქციას ან/და გაფართოებას. ხოლო იმ ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ბაზარზე ამ წესის დამტკიცებამდე ოპერირებდნენ 2035 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებამდე.

მსგავსი სიახლეები

ხელოვნური ინტელექტი სმარტფონებში

ხელოვნური ინტელექტის სმარტფონები -  სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტელეფონებში დანერგვაზე. OpenAI-ის ChatGPT, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა,…

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოს მოსახლეობის 94.7 %-ს მოიცავს

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოცულია საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % . 1.3 მლრდ ლარით დაფინანსდა მილიონამდე ადამიანი და 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა.…

გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება

აჭარაში, გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულმა…

საბერძნეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 1341%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან 2024 წლის იანვარში 1341%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთში 5.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!