სტარტაპებიRSS კატეგორიადიზაინიტანსაცმლის დიზაინი

“ალტერსოქსი “ – ფერადი წინდები სხვადასხვა თემატიკით

0
გაზიარება

“ალტერსოქსი “ ქართული წარმატებული სტარტაპია, რომელიც ცოლ-ქმარმა ნინო
მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა 2016 წლის მარტში წამოიწყეს, დღეს კი ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან პროდუქტს წარმოადგენს ბაზარზე.

ნინა: ჩვენ ვართ ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი, ცოლ-ქმარი. განათლება და სამუშაო გამოცდილება ორივეს გვაქვს მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში. ასევე, რეზი არის გრაფიკული დიზაინერი და სოციალური მედიის მენეჯერი. 2015 წელს, მას შემდეგ რაც ვიქორწინეთ, მუდმივად ვფიქრობდით, რომ ჩვენი გამოცდილება და უნარები გამოგვეყენებინა და საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო. ორივეს გვინდოდა, რომ შეგვექმნა ისეთი ბრენდი, რომელში მუშაობაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა და თან იქნებოდა სიახლე ქართულ ბაზარზე. მრავალი ფიქრისა და გვერდზე გადადებული იდეის შემდგომ, გაჩნდა “ალტერსოქსი” – ახალი ქართული ბრენდი.  ჩვენ გვსურს მომხმარებლებს შევთავაზოთ მხიარული, ორიგინალური და ხარისხიანი წინდები ქალებისთვის, კაცებისთვის და ბავშვებისთვის.

No photo description available.


წინდებს განსაკუთრებულს ის ნახატები ხდის, რომელიც მასზეა გადატანილი. წინდებზე გადატანილია ყველაზე ტრენდული და პოპულარული თემები სხვადასხვა სფეროდან:
მუსიკა, კინო, მხატვრობა, წიგნები, ქართული თემატიკა, სასმელი, საჭმელი და ა.შ.

მოხატული წინდები 89 პროცენტით ნატურალური ბამბისგან მზადდება,
იმპორტირებულში კი მისი შემცველობა 70 პროცენტია. როგორც თავად რეზი
ამბობს, მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია ცნობილი მხატვრების
ნამუშევრების პოპ-კულტურაში გამოყენება, მუნკის, ვან გოგის და კლიმტის
ნამუშევრების ბევრ ალტერნატივას ვნახავთ, თუმცა არ გვქონდა ქართველი
მხატვრების ნამუშევრების მსგავს პროდუქციაში გამოყენების მაგალითები,
“ალტერსოქსი” კი, პირველი ქართული პროდუქციაა, რომელმაც ხელი შეუწყო.

მსგავსი სიახლეები

რუსთავის მერია ქალაქისთვის 5 მლნ ლარის ლიფტებს შეიძენს

„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენს ქალაქში არის ლიფტები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ძალისხმევა უნდა მივმართოთ.წელს მოძველებული ლიფტების ჩანაცვლების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,- აცხადებს…

ევროპაში გაზის ფასი 450 დოლარამდე დაეცა

ევროპის საფონდო ბირჯებზე გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 450 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივლისის შემდეგ. დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის ფასმა ჯამში 6% იკლო. აპრილის ფიუჩერსების ღირებულება კი…

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. „გამოფენაში…

„Villawoodtsemi“- სრული ჰარმონია ბუნებასთან

„Villawoodtsemi“- ადგილი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს სიმშვიდის, ჰარმონიის, კომფორტისა და სილამაზის სრულ ნაზავს წარმოადგენს. ბავშვობის ნოსტალგიიდან შექმნილი გარემო, დღეს უკვე უამრავი ადამიანის საყვარელს ადგილს…

7 თებერვალს არენა 1-ში ვორტექსის ფიტნეს დარბაზი გაიხსნება

7 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, არენა 1-ს მესამე და მეოთხე სართულზე ვორტექსის ფიტნეს დარბაზი იხსნება.  თანამედროვე, მულტიფუნქციური და საუკეთესო ხარისხის ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!