ქუთაისის გამორჩეული, კლასიკური რესტორანი „ამირანი“, 2007 წლის 3 მარტიდან დღემდე უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ობიექტი ამირან გამეზარდაშვილის სახელს ატარებს, რომელსაც მისი შვილები ხელმძღვანელობენ.
სამზარეულო შერეული ტიპისაა, სადაც შესაძლებელია ქართული ტრადიციული და სხვა კულტურის კერძების დაგემოვნება. მომხმარებლებისთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული კი უნივერსალური „ამირანის სალათა ცეზარია“, რომელიც კლასიკურისგან რადიკალურად განსხვავდება.
რესტორანს უკვე 15 წელია სტაბულურად მაღალი ხარისხის მომსახურება, თბილი სტუმართმოყვარეობა და უმშვენიერესი გარემო გამოარჩევს.
ობიექტი სტუმრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითაც გამოირჩევა, როგორც კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ია გამეზარდაშვილმა Geobusinessneews.com-ის ჟურნალისტთან განაცხადა, კმაყოფილი სტუმარი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
„კმაყოფილი სტუმარი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ ჩვენთან მოსულმა თითოეულმა სტუმარმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და სახლში ბედნიერი წავიდეს, რათა კვლავ გაუჩნდეს დაბრუნების სურვილი.“
სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დარბაზებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ადგილზე მისულს, მათ დახვდებათ:
- ცენტრალური კლასიკური დარბაზი;
- აზიური სივრცე (15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამა);
- ოქროს მცირე დარბაზი;
- ინდივიდუალური კუპე;
- ღია ტერასა, სადაც მოხვედრა სეზონურად არის შესაძლებელი.
თითოეულ სივრცის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ქორწილის, დაბადების დღის, ნათლობის, ღია თუ დახურული კორპორატიული საღამოების აღნიშვნა.
რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, რესტორან „ამირანში“ ხშირად არის ცოცხალი მუსიკა, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სახეების შესრულებით.