7 წლის შემდეგ, Apple კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის სათავეშია. გასულ წელს, მისი ღირებულება 55%-ით გაიზარდა და 947.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია BrandZ რეიტინგში „Top-100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი მსოფლიოში“.
მეორე ადგილზეა Google, რომელიც 79%-ით გაძვირდა და 819.6 მლრდ დოლარი გახდა. გასული წლის ლიდერის, Amazon-ის ღირებულება კი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 705.6 მლრდ დოლარი შეადგინა.
რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება Microsoft (49%-იანი ზრდა, 611.5 მლრდ.), მეხუთეზე – ჩინური ინტერნეტ-გიგანტი Tencent, მიუხედავად 11%-იანი ვარდნისა, მისმა ღირებულებამ 214 მილიარდი დოლარი შეადგინა.