უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორია

Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსი დაიბრუნა

0
გაზიარება

7 წლის შემდეგ, Apple კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის სათავეშია. გასულ წელს, მისი ღირებულება 55%-ით გაიზარდა და 947.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია BrandZ რეიტინგში „Top-100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი მსოფლიოში“.

მეორე ადგილზეა Google, რომელიც 79%-ით გაძვირდა და 819.6 მლრდ დოლარი გახდა. გასული წლის ლიდერის, Amazon-ის ღირებულება კი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 705.6 მლრდ დოლარი შეადგინა.

რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება Microsoft (49%-იანი ზრდა, 611.5 მლრდ.), მეხუთეზე – ჩინური ინტერნეტ-გიგანტი Tencent, მიუხედავად 11%-იანი ვარდნისა, მისმა ღირებულებამ 214 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

ერთ კვირაში ნავთობის ღირებულება 4%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 81 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 10%-ითაა გაიაფებული.…

Coaching UP University-ში სწავლა ICF საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამაზე დაიწყო

Coaching UP University-ში სწავლა ICF საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამაზე - "საერთაშორისო დონის პროფესიონალი ქოუჩი" უკვე დაიწყო. პროგრამა განკუთვილია მათთვის, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ…

4 ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი მსოფლიოში-128 მილიარდიდან 8 ტრილიონ დოლარამდე

ჩინეთი - აბრეშუმის გზის ინიციატივა (BRI): შეფასებულია 8 ტრილიონ დოლარამდე ჩინეთის მთავრობის Belt and Road ინიციატივა (BRI)- 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა, უკვე ათწლეულია ვითარდება და 155 ქვეყანას მოიცავს. გლობალურ…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო 1-ელი სექტემბრიდან იქნება.  შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!