ბიზნესიდღის სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიბრუნა

0
გაზიარება

ომპანია Apple-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Saudi Aramco-ს გადაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიბრუნა.

ამჟამად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენს; საუდის არაბეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის საბაზრო ღირებულება კი $2.32 ტრილიონია.

ერთთვიან ჭრილში Apple-ის აქციების ღირებულება 13%-ითაა გაზრდილი; ხოლო Aramco-ს აქციების ფასის ზრდის მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში Apple-ი ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისში მან პირველობა დაკარგა, რაც ზოგადი საფონდო ბირჟების ვარდნით, მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესებითა და მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო საფონდო ბირჟაზე Saudi Aramco-ს აღმასვლას.

ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ენერგოპროდუქტების ფასების ზრდით ყველაზე დიდ სარგებელს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიები იღებენ; მათი შემოსავლიანობის მკვეთრად ზრდის ფონზე, იმატებს იმ ინვესტორთა რაოდენობაც, რომელთაც ასეთი კომპანიების აქციების შეძენა სურთ, შესაბამისად, ენერგეტიკული კომპანიების საბაზრო ღირებულებაც სტაბილურად იზრდება.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს Apple-ის აქციები 13.5%-ითაა შემცირებული; ხოლო Aramco-სი თითქმის 22.8%-ითაა გაზრდილი.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიციის დასაკავებლად Apple-სა და Aramco-ს შორის პაექრობა წლების განმავლობაში გრძელდება და მათ ადგილები უკვე არაერთხელ გაცვალეს.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე კვირას დაფიქსირებულ ტენდენციას, Apple-ის აქციების ზრდა გამორჩეულ კვარტალურ შედეგებთანაა დაკავშირებული; Aramco-ს არასახარბიელო მაჩვენებელი კი საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის მიმდინარე ფასების შემცირებას უკავშირდება.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ Apple-მა მეორე კვარტალში თითქმის 83 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და წარმოადგენს ისტორიულ რეკორდს.

წყარო : bm.ge

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!