სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს აპრილში ჩინეთიდან 283 ერთეული (3,197 მლნ აშშ დოლარი), ავტომობილი შემოვიდა, 2023 წლის იგივე თვეში მხოლოდ 59 (1,639 მლნ აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინური ავტომობილების იმპორტი 46%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის 4 თვეში აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში 832 ერთეული (11,065 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში – 570 (6,836 მლნ აშშ დოლარი).
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აპრილში ერთი ჩინური ავტომობილის იმპორტი, დაახლოებით, 11 300 აშშ დოლარი დაჯდა. თუმცა, ფასი გამოანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, მარკის, მოდელის და წლოვანების მიხედვით, შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლებიც დაჯდეს.
ინფორმაციისთვის: საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნა იგეგმება. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება. თუმცა, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.