დღის სიახლეებისიახლეები

აპრილში ჩინური მანქანების იმპორტი 380%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს აპრილში ჩინეთიდან 283 ერთეული (3,197 მლნ აშშ დოლარი), ავტომობილი შემოვიდა, 2023 წლის იგივე თვეში მხოლოდ 59 (1,639 მლნ აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინური ავტომობილების იმპორტი 46%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის 4 თვეში აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში 832 ერთეული (11,065 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში – 570 (6,836 მლნ აშშ დოლარი).

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აპრილში ერთი ჩინური ავტომობილის იმპორტი, დაახლოებით, 11 300 აშშ დოლარი დაჯდა. თუმცა, ფასი გამოანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, მარკის, მოდელის და წლოვანების მიხედვით, შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლებიც დაჯდეს.

ინფორმაციისთვის: საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნა იგეგმება. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება. თუმცა, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა

2024 წელს, 5 თვეში, საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა- საქსტატი სტატისტიკის მიხედვით, ამათგან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3,…

ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, 3 მლნ ევრომდე გაიზარდა საბა ლობჟანიძის ღირებულება

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, მანამდე ფეხბურთელის ფასი 700 000 ევროს შეადგენდა. ასევე, 3 მლნ ევრომდე გაიზარდა…

საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი 91%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის ოთხ თვეში ქვეყანამ 60.44 ათასი დოლარის ცოცხალი ფუტკარი იყიდა, წელს იანვარ-აპრილში ამ მაჩვენებელმა 115.46 ათასი დოლარი შეადგინა. როგორც წელს, ასევე შარშანაც ცოცხალი ფუტკრის იმპორტი მთლიანად…

თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა

თბილისისთვის„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ ACES Europe-ის პრეზიდენტმა, ჯან ფრანცესკო ლუპატელიმ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თბილისის მერიამ განაცხადი…

ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან – 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!