ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეებიფინანსები

აქტივი, რომელიც ფრიდმანმა საქართველოს უნდა აჩუქოს, 2013 წელს $460 მლნ ღირდა

0
გაზიარება

IDS Borjomi International-ის მესაკუთრე იცვლება – “ალფა ჰოლდინგი”, რომელიც რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია, დღეს აცხადებს, რომ კომპანიის წილის უსასყიდლოდ გადაცემისთვის მზად არიან. საუბარია კომპანიის “წილზე”, თუმცა რა არის ამ “წილის” ზუსტი მოცულობა, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა. IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს – “ალფა ჯგუფი”, 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. სავარაუდოდ, განცხადებაში საუბარია სწორედ “ალფა ჯგუფის” საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილის ან სრულ ან ნაწილობრივ გადაცემაზე. 2013 წელს “ალფა ჯგუფა” ეს აქტივი $460 მილიონად შეიძინა. 

“ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში; ვინაიდან განცხადებაში ნახსენებია სიტყვა “მონაწილეობა“, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა არ იქნება ერთადერთი აქციონერი, არამედ ერთ-ერთი აქციონერი ამ კომპანიაში. 

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს. კომპანიას უკრაინასა და რუსეთში ათასობით დასაქმებული ჰყავს. 

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით “სასიამოვნო სიახლეებს” მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიგებდა. დღეს ეკონომიკის სამინისტრომ “ბორჯომის” განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ კომპანიის შემოთავაზებას ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები განიხილავენ. საქართველოში IDS Borjomi-ს ჩამომსმხელი ქარხნები აპრილში გაჩერდა. კომპანია მიუთითებდა, რომ საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, მათ ფინანსებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ და ჩვეულებრივი ოპერირების გაგრძელება არ შეეძლოთ.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!