მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცე საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს მოიცავს.
“არაგვისპირის მარანი” თავის კონცეფციით განსხვავებული სივრცეა, რომელიც გასტრონომიულ და ღვინის ტურებს აერთიანებს. ეს არის ადგილი, სადაც ძველ ქართულ ტრადიციებთან ერთად თანამედროვე ხედვებსა და მიმართულებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ღვინის და კულინარიის სიყვარულით შექმნილი მარანი 2018 წლიდან ქართლის რაიონში მოწეული ბიოლოგიურად სუფთა ყურძნის ჯიშებსაგან: ჩინებული, თავკვერი, ხოლო კახეთის მხარიდან, რქაწითელს და მწვანესგან განსხვავებული და საინტერესო გემოვნური თვისებების ღვინოს აწარმოებს
„პირველად ღვინო 2010წელს დავწურეთ, როდესაც დუშეთის რაიონ სოფელ, არაგვისპირში შევიძინეთ სახლი და პირველი მოსავალი მივიღეთ, ხოლო 2020 წელს მარნის მშენებლობა დავიწყეთ. მარნის შექმნამდე გაგვიჩნდა იდეა, რომ საცალოდ გვეწარმოებინა : გამომშრალი პომიდორი, მთის სუნელებით; შავი ქლიავი ჭაჭაში დავარგებული; ახლად შეკმაზულ წითელი და მწვანე ტყემალი და წითელი პომიდვრის საწებელი. წარმოება გაფართოვდა და მას მარანი კულინარიული სივრცით და ოთხი ოთახით შეემატა. სტუმრებს განსხვავებული და საინტერესო გემოვნური თვისებების მქონე ღვინოსთან ერთად ვთავაზობთ საინტერესო მასტერკლასებსა და აქტივობებს, მათ შორის ხინკლის მოხვევას, ხაჭაპურის გამოცხობას, ყველის ამოყვანასა და სეზონურ მენიუს ადგილობრივი პროდუქტებისგან farm to the tabl – ის პრინციპით. ჩვენს სამზარეულოში თითოეული კერძი ღვინოს ეხამება თავად ღვინო კი ,, არაგვისპირის მარნის“გამწვანებულ და სიმშვიდეში ჩაფლულ გარემო – სოფია ჯოხაძე „არაგვისპირის მარანის“ ერთ-ერთი მფლობელი
,,არაგვისპირის მარანში“ ძველ ქართულ ტრადიციებთან ერთად თანამედროვე ხედვებსა და მიმართულებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
„არაგვისპირის მარანი“– ეს არის შესაძლებლობა ახლებურად დაინახო საქართველო