დღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

არაგვისპირის მარანი – ერთ სივრცეში მოქცეული საქართველო

0
გაზიარება

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცე საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს მოიცავს.

არაგვისპირის მარანი” თავის კონცეფციით განსხვავებული სივრცეა, რომელიც გასტრონომიულ და ღვინის ტურებს აერთიანებს. ეს არის ადგილი, სადაც ძველ ქართულ ტრადიციებთან ერთად თანამედროვე ხედვებსა და მიმართულებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ღვინის და კულინარიის სიყვარულით შექმნილი მარანი 2018 წლიდან ქართლის რაიონში მოწეული  ბიოლოგიურად სუფთა ყურძნის ჯიშებსაგან:  ჩინებული, თავკვერი, ხოლო კახეთის მხარიდან, რქაწითელს და მწვანესგან განსხვავებული და საინტერესო გემოვნური თვისებების ღვინოს აწარმოებს

„პირველად ღვინო 2010წელს დავწურეთ, როდესაც  დუშეთის რაიონ სოფელ, არაგვისპირში შევიძინეთ სახლი და პირველი მოსავალი მივიღეთ, ხოლო 2020 წელს მარნის მშენებლობა დავიწყეთ. მარნის შექმნამდე გაგვიჩნდა იდეა, რომ საცალოდ გვეწარმოებინა : გამომშრალი პომიდორი, მთის სუნელებით;  შავი ქლიავი ჭაჭაში დავარგებული; ახლად შეკმაზულ წითელი და მწვანე ტყემალი და წითელი პომიდვრის საწებელი. წარმოება გაფართოვდა და მას მარანი კულინარიული სივრცით და ოთხი ოთახით შეემატა. სტუმრებს განსხვავებული და საინტერესო გემოვნური თვისებების მქონე ღვინოსთან ერთად ვთავაზობთ საინტერესო მასტერკლასებსა და აქტივობებს, მათ შორის ხინკლის მოხვევას, ხაჭაპურის გამოცხობას, ყველის ამოყვანასა და სეზონურ მენიუს ადგილობრივი პროდუქტებისგან farm to the tabl – ის პრინციპით. ჩვენს სამზარეულოში თითოეული კერძი ღვინოს ეხამება თავად ღვინო კი ,, არაგვისპირის მარნის“გამწვანებულ და სიმშვიდეში ჩაფლულ გარემო – სოფია ჯოხაძე „არაგვისპირის მარანის“ ერთ-ერთი მფლობელი

,,არაგვისპირის მარანში“ ძველ ქართულ ტრადიციებთან ერთად თანამედროვე ხედვებსა და მიმართულებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

   „არაგვისპირის მარანი“– ეს არის შესაძლებლობა ახლებურად დაინახო საქართველო

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!