დღის სიახლეებისიახლეები

არგენტინა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

0
გაზიარება

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 12,768 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 8,569 მლნ აშშ დოლარი.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან არგენტინაში 871.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 11,897 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.

5 პროდუქტი,რომელიც 2022 წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ არგენტინაში:

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას – 5,188 მლნ აშშ დოლარი
  2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 4,497 მლნ აშშ დოლარი
  3. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – 858 ათასი აშშ დოლარი
  4. თევზი გაყინული – 458.1 ათასი აშშ დოლარი
  5. კიბოსნაირნი – 219.6 ათასი აშშ დოლარი

ექსპორტირებული პროდუქტები:საქართველოდან მხოლოდ თხილი და სხვა კაკალი (639.3 ათასი აშშ დოლარი), ასევე, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი (232 ათასი აშშ დოლარი) გავიდა.

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!