დღის სიახლეები

არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულება შესაძლოა გადავადდეს

0
გაზიარება

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს – ეს ყოველივე გულისხმობს არქიტექტურული საქმიანობისა“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულიკანონპროექტები.

კანონის არსებული რედაქციით, სერტიფიცრების ვალდებულება არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უჩნდებოდათ, თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სერტიფიცირების განხორციელებას საამისოდ აკრედიტებული იურიდიული პირები განახორციელებენ და ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2022 წლის პირველი ოქტომბრისთვის, როდესაც ამოქმედდება მითითებული მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.

ამიტომაც, ცვლილების ავტორების შეფასებით, მიზანშეწონილია სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შესაბამისად, 2024 წლის 1 მარტამდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!