დღის სიახლეებიკვებაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„ასკილი“ – მრავალფუნქციური გარემო და ჯანსაღი პროდუქცია

0
გაზიარება

2015 წელს მეგობრების მიერ ენთუზიაზმით დაწყებული საქმე, დღეს უკვე წარმატებულ ბიზნესად ითვლება, რომლის მთავარ პრინციპსაც კმაყოფილი მომხმარებლები წარმოადგენს. დახვეწილი ინტერიერი, მრავალფეროვანი და გემრიელი დესერტები,ჯანსაღი კერძები და  პროფესიონალი მომსახურე პერსონალი ქმნის ადგილს, სადაც სრული ჰარმონიაა დასვენებისთვის და განტვირთვისთვის

„მეგობრებმა გადავწყვიტეთ მცირე ბიზნესის დაწყება, სურვილი იყო ოჯახური სამზარეულოს, მყუდრო და კომფორტული გარემოს შეგვექმნა. აღმოჩნდა,რომ ასკილის ჩაი ქალაქში არსად არ მზადდებოდა.სწორედ ეს აღმოჩენა გახდა მოტივაცია, იმისთვის, რომ ქალაქში გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც ადამიანები თავს იგრძნობდნენ, როგორც სახლში და გემრიელ კერძებსა და დესერტებს მიირთმევდნენ, დროთა განმავლობაში იდეის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა, სამზარეულოც და ინტერიერიც. სივრცის შექმნა და განხორციელება მოხდა ახალგაზრდული ენთუზიაზმით და შრომისმოყვარეობით. საკუთარი ხელებით შევქმენით „ასკილი“-ს დიზაინი და ის გარემო, რომელიც გამორჩეულია ყველა სხვა სივრცისგან“ – ნინო გეგეჭკორი

მშვიდი, მყუდრო გარემო, კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი, მუდმივი სიახლეებისკენ სწრაფვა, ჯანსაღი კერძები,მრავალფეროვანი დესერტების ასორტიმენტი, გამორჩეული ინტერიერი, ღია და დახურული სივრცეები და ოჯახის კინოთეატრი – სწორედ ეს ჩამონათვალში მდგომარეობს „ასკილის“ წარმატების ფორმულა.

„ჩვენი მრავალფუნქციური სივრცე მოიცავს, როგორც ღია, ისე დახურულ ადგილს, სადაც ყველა პირობაა იმისათვის, რომ სტუმარმა კომფორტულად მოთავსდეს. „ასკილში“ სეზონური სიახლეებია, აქვეა გალერია და ყვავილების კუთხე, სადაც ჩვენთან მოსულ ადამიანს შეუძლია სახლისთვის გაიყოლოს ულამაზესი ნახატი თუ ყვავილი.

გუნდი მუდამ ორიენტირებულია სიახლეებისკენ, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიცვათ ბევრი საინტერესო სფერო და შევთავაზოთ ჩვენთან მოსულ ადამიანს საინტერესო ფორმებით.

პროფესიონალი გუნდი, რომელიც ირჩევა ძალიან კონკრეტული კრიტერიუმებითა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ეს არის ადგილი, სადაც მუდმივად განვითარებისთვის სწრაფვა პრიორიტეტია. გუნდის გასვლითი და შიდა შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტად დაახლოვდეს გუნდის წევრები და საბოლოო ჯამში ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვსიამოვნებს“ – ნიკა გაბათაშვილი

 

„ასკილი“ არის სივრცე, რომლის მთავარ პრიორიტეტს სტუმრის კომფორტის წარმოადგენს. აქ თქვენ დაგხვდებათ, ინტერიერი, რომელიც გამორჩეულია ყველა სხვა სივრცისგან, მრავალფუნქციური გარემოთი და ჯანსაღი პროდუქციით.

 

„ასკილი„ – მუდმივად ორიენტირებული მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!