დღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ატენის ტერასები – ისტორია გრძელდება, ღვინის ხარისხი შენარჩუნებულია!             

0
გაზიარება

ატენური ღვინო ძველი საუკუნებიდან განთქმულია, მას მეფები სვამდენენ,  რასაც ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიული დოკუმენტები. ისტორია გრძელდება და ატენის  ტერასები დღესაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ბიო ღვინოს სთავაზობს, რომელიც ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე არის მოყვანილი.

„საქართველოს მარგალიტს ასე ვუწოდებ ხოლმე ატენს, რადგან ატენის ხეობა გამოირჩევა ნიადაგით და კლიმატით. ატენის ვენახების ისტორია დაიწყო 2010 წელს, როდესაც ისტორიული ვენახები შევიძნეთ,, სადაც მოდიოდა უმაღლესი ხარისხის ვაზი. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო აღგვედგინა ადგილოვრივი ჯიშები და გვეწარმოებინა მაღალი ხარისხის ღვინო .

 ვენახები გაშენებული არის ტერასებზე, შესაბამისად სახელიც შესაბამისი შევარჩიეთ. გვსურს მომხმარებელმა იცოდეს თუ სად მოდის ეს ღვინო და როგორ მზადდება.

  ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ რამოდენიიმე სახეობის ღვინის დეგუსტაციას, ოჯახურ გარემოს, საოჯახო მარანში დამზადებულ ღვინოებს, რომლის დამზადების პროცესთან დაკავშირებით  მეღვინე დეტალურად გააცნობს ინფორმაციას და დავათვალიერებინებს ვენახებს.

 ჩვენი მიზანი არის ხელმეორედ გავაცნოთ ატენური ღვინოს გემოვნური თვისებები და მისი უმთავრესი ნიშა –  უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.წელს პირველად ჩამოვასხით ბოთლებში და ბოლნისის ადგილწარმოშობის ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა და ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ რაც დიდი სტიმულია ჩემთვის  ყოველ წელს ჩვენი მიზანი არის გავაუმჯებოსოთ პროდუქცია –  ილია ტერმაკოზაშვილი, „ატენის ტერასების“ მეღვინე

ატენის ტერესაბი ამჟამად 10000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, რომელიც გამორჩეულია  უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით, ძალიან მალე  კი „ატენური ტერასები“ ცქრიალა ღვინოების წარმოებას გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!