RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

ავტომობილის ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება

0
გაზიარება

2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.

„საწყის ეტაპზე – 2017 წელს, გამონაბოლქვის დასაშვები ნორმების გამკაცრების გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით, რადგანაც საქართველოს ავტოპარკი მზად არ იყო რეგულაციების გამკაცრებისთვის, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული მთლიანი საავტომობილო პარკის დაახლოებით, 50% ვერ დააკმაყოფილებდა CO-ის შემცველობასთან დაკავშირებულ სტანდარტს და დახარვეზდებოდა. იმ მიზნით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, პანდემიის პირობებში მისცემოდათ დრო და საშუალება, რათა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისთვის მოეწესრიგებინათ მათ მფლობელობაში არსებული ავტომობილები, ზემოაღნიშნული ცვლილებებით დადგინდა 2023-2025 წლებისთვის განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი CO-ს კოეფიციენტის განსაზღვრის გარდამავალი ეტაპები. ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!