დღის სიახლეებიRSS კატეგორიამთავარიმთავარი ამბები

ავტომობილის არასწორად პარკირებაზე ჯარიმა გაიზარდა

0
გაზიარება

ავტომობილის არასწორად პარკირებაზე ჯარიმების რაოდენობა იზრდება, – საკანონმდებლო ინიციატივა თბილისის მერიამ პარლამენტთან თანამშრომლობით მოამზადა. 

პროექტით უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების პრაქტიკა, მას კანონდამრღვევი სტანდარტული წესით და ესემესით მიიღებს. ტროტუარზე პარკირების შემთხვევაში ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება. 

ველოსიპედის ბილიკზე, ტაქსის მარკირების, ელექტრომობილების დამუხტვის და შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება.

ამავდროულად 100 ლარით დაჯარიმდება მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის და ავტობუსის გაჩერებაც.

ჯარიმა ხუთმაგდება ზონალური პარკირების წესის დარღვევაზე და 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრება.

ამავდროულად მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!