დღის სიახლეებისიახლეები

ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების შესახებ ცვლილებები ძალაში შევიდა

0
გაზიარება

„ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ მთავრობამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში შესული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა ფუნქციონირებისთვის უნდა დააკმაყოფილონ.

რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებისას მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება და ავტოსადგომებზე ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ:

  • მგზავრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;
  • ავტობუსის/მინივენის კონსტრუქციის შესაბამისობა მომსახურების სახეობასთან; გამგზავრება წინასწარ დადგენილი განრიგით;
  • საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

ავტოსადგომები კლასიფიცირდა პირველი, მეორე და მესამე კლასის მიხედვით. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებს უნდა გააჩნდეს: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი, მძღოლების დასასვენებელი ოთახი, ბაქანი (ბაქნები), სადისპეტჩერო, რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი, საინფორმაციო სამსახური, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო და ა.შ.

რაც შეეხება მესამე კლასის ავტოსადგურს, მოთხოვნები მისთვის ასე განისაზღვრა:

  • საბილეთო სალარო;
  • არანაკლებ 15მ​2 ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;
  • ბაქანი;
  • რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
  • საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე).

ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ავტოსადგური ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ავტოსადგური თავისი სამშენებლო, ტექნიკური და ტექნოლოგიური პარამეტრებით, მგზავრთა და გადამზიდავთა მომსახურების პირობებით აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ავტოსადგურში სერტიფიკატი კი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.

ავტოსადგურის ადმინისტრაციის ვალდებულებები შემდეგი ფორმით განისაზღვრა:

  • უზრუნველყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და შენობებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვა;
  • გააფორმოს გადამზიდველთან მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
  • უზრუნველყოს რეისში მხოლოდ ტექნიკურად გამართული (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის მქონე) ავტობუსის/მინივენის გასვლა;
  • არ დაუშვას რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ დაუშვას რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ არ აქვს წარდგენილი ნასამართლობის შესახებ ცნობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემოწმების შესახებ ცნობა, სადაც არ ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი;
  • საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით არ მოემსახუროს იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;

სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, არ მოემსახუროს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ პირებს და ა.შ.sss-1716461451.jpg

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!