“ბაბალეს წინდა“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტია, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხე“ მიერ.
2014 წლიდან ასოციაციის მიერ ხორციელდება უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა, რომელიც მსოფლიო კამპანიის ნაწილია და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას აქვს სოციალური საწარმო „ბაბალე“, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას დასაქმების გზით.
„ბაბალეს წინდა“ არის სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს.
წინდებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- “ბაბალეს წინდა”-სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია
“ბაბალეს წინდა”-სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია
მსგავსი სიახლეები
ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…
The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…
საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება
აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…
8 დეკემბრის ვალუტის კურსი
ევრო - 2.8850 ლარი აშშ დოლარი - 2.6790 ლარი თურქული ლირა - 0.0926 ლარი სომხური დრამი - 6.6687 ლარი
ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს
ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…