მართალია, მეტავრესში ჯერჯერობით განსაკუთრებული მოდა არ არსებობს და ადამიანებს ავატარის შემოსვა ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა ამ მხრივ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. მალე მეტავრესში Balenciaga-ს, Prada-სა და Thom Browne-ის სამოსი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ვირტუალურ მაღაზიებში გაიყიდება. მათი მყიდველი კი საკუთარ ავატარს სწორედ ამ ბრენდების მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსავს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელზეც მთელი წელი ვმუშაობდით”, — განაცხადა სიახლის შესახებ Meta-ს პარტნიორმა მოდის მიმართულებით. მარკ ცუკერბერგმა კი შერჩეული ბრენდების სამოსით საკუთარი ავატარი სოციალურ ქსელებში განათავსა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ სიახლე საკმაოდ სწრაფად დაინერგება.