დღის სიახლეებისიახლეები

ბანკებს სეკურიტაზაციის პროდუქტის საშუალებით იპოთეკური სესხების გაიაფება შეუძლიათ-ლევან წუწუნავა

0
გაზიარება

სეკურიტაზაციის პროდუქტის საშუალებით ბანკებს შეუძლიათ კიდევ უფრო გააიაფონ თავისი იპოთეკური სესხები და ამით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცენ საშუალება სახლი ჰქონდეთ – ლევან წუწუნავაალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი 

„პატარა ბანკებისთვის ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალი რესურსის მოტანის გარეშე შეძლონ თავისი აქტივები „დაატრიალონ“. მაგალითად, მათ ხომ აქვთ გაცემული იპოთეკური სესხები – გააკეთონ ამ იპოთეკური სესხების სეკურიტიზაცია, დამატებით შემოიტანონ რესურსი თავის ბალანსზე და გასცენ ახალი სესხები. ეს თუ არ გააკეთეს, ჩემი აზრით, სხვაობა დიდ ბანკებსა და პატარა ბანკებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, დიდი ბანკების ამას აუცილებლად გააკეთებენ. ანუ, თუ მათ მაგალითად, პორტფელი აქვთ 300 მლნ იპოთეკური სესხების, გააკეთებენ ამ 300 მლნ-ის სეკურიტიზაციას და ახალ 300 მლნ-ს შემოიტანენ ბანკში.

ორი ვარიანტია, რომ ლიკვიდობა გაიჩინო: ან უნდა წახვიდე და უცხოეთიდან, IFI-სგან ისესხო ფული, ანდა, გამოუშვა ასეთი პროდუქტი და ამ პროდუქტის საშუალებით მოიტანო რესურსები ბანკში.  ჩემი აზრით, მინი ინვესტორებისთვის ბაზარზე კიდევ რაღაც-რაღაცებია საჭირო, რომ განვითარდნენ. მაგალითად, დღეს ბაზარზე ვერ ნახავთ საინვესტიციო ფონდს, რომელიც საცალო მომხმარებლისთვისაა. მაგრამ, არის საინვესტიციო ფონდები გათვიცნობიერებული ინვესტორებისთვის. გაუთვიცნობიერებელი ინვესტორებისთვის საჭიროა, რომ ყველა ამ ფონდს ჰყავდეს სპეც დეპოზიტარი. აქამდე, „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ გარდა სპეც დეპოზიტარი არ იყო. ახლა კიდევ ახალი მოთამაშე „ხალიკ ბანკი“ გამოვიდა და იმედი გვაქვს, რომ ეს თემაც დალაგდება და შესაძლებელი გახდება ისეთი ფონდების ჩამოყალიბება, რომელიც განკუთვნილი იქნება საცალო ინვესტორებისთვის“ – აცხადებს კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი ლევან წუწუნავა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!