დღის სიახლეებისიახლეები

ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით, ხოლო ძველი ბინების 32%-ით შემცირდა

0
გაზიარება

2023 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით, 1 133 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით 50 მილიონ აშშ დოლარამდე არის შემცირებული.ინფორმაცია „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

„ბათუმში 2023 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა. აპრილში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 42%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 28% და 27%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით, 690 აშშ დოლარამდე გაიზარდა,”- აღნიშნულია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!