დღის სიახლეებიგურიაეკონომიკამომსახურების სფერორეგიონებიფინანსები

“ბახვის ჩაი” წარმოებას ზრდის

0
გაზიარება

ოზურგეთში, სოფელ ბახვში გაშენებული “ბახვის ჩაის” უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოებას ზრდიან. როგორც ფერმერი გაბრიელ თენიეშვილი ამბობს, ბაზრები, სადაც საშუალო ხარისხის ჩაი გაჰქონდათ, ომის გამო ჩაიკეტა, ამიტომ აშშ-ის ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებას ზრდიან.

„30%-მდე შევამცირეთ საშუალო ხარისხის ჩაის წარმოება და უმაღლესი ხარისხის ჩაის რეალიზაციას ვზრდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პროდუქცია, ომის გამო, უკრაინის და რუსეთის ბაზრებზე ვეღარ გაგვაქვს. რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე საშუალო ხარისხის ჩაი გადიოდა.  ახლა ალტერნატივა ამერიკის ბაზარი გვაქვს. ამერიკის და ევროპის ბაზრებზე კი მაღალი ხარისხის ჩაიზეა მოთხოვნა.

ჯერ ახალი საექსპორტო ბაზარი არ დაგვიმატებია. ჯერჯერობით პროდუქციას ვამზადებთ და ვაპირებთ ამერიკის ბაზარზე გავიტანოთ. აქამდეც გვქონდა მცდელობა ამერიკის ბაზარზე გატანის მაგრამ კოვიდის გამო შევჩერდით, ახლა გვინდა კავშირები განვაახლოთ. ახლა მხოლოდ ევროპის ბაზარზე გავდივართ. ადგილობრივ ბაზარზე ბევრგან არ ვართ წარმოდგენილი, რადგან ჯერ პროდუქცია ბრენდირებული არ არის. ვმუშაობთ ბრენდირებაზეც“, – განაცხადა გაბრიელ თენიეშვილმა.

ცნობისთვის, ომის დაწყებამდე უკრაინის ბაზარზე 1.5 ტონა „ბახვის ჩაი“ გადიოდა, რაც დაახლოებით 50 000 ლარის ღირებულების იყო. ოზურგეთში, სოფელ ბახვში გაშენებული “ბახვის ჩაის” ბაღებიდან მიღებული 1 კგ-ის ჩაის ღირებულება 50 ლარია. დასაქმებულთა რაოდენობა კი 25 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!