დღის სიახლეებიდიზაინისტარტაპებიტანსაცმლის დიზაინი

„ბებიას“ – ქართული ბრენდი, რომელიც ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებსა და სხვა აქსესუარებს გვთავაზობს

0
გაზიარება

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები,როდესაც ნოსტალგია ბავშვობაში გვაბრუნებს. სწორედ ამ ნოსტალგიის გასახსენებლად შეიქმნა ბრენდი “ბებიას”, რომელიც გვათავაზობს ბებიების ხელით მოსოვილ ნატურალურ ქუდებსა და სხვა აქსესუარებს.

“ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. “ბებიას” ისტორია უკავშირდება საწარმოს დამფუძნებლის, გიორგი ნოზაძისა და მისი ბებიის სიყვარულით სავსე ურთიერთობას. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც გიორგიმ ბებიას მოქსოვილი ქუდი დაკარგა. ახალი ქუდის მოქსოვა ბებიამ ვეღარ შეძლო, მალე კი გარდაიცვალა.

“მაშინ მივხვდი, რამდენად თბილი იყო ბებიას მოქსოვილი ქუდი და რომ არსებობს ბევრი ბებია, რომელებიც სიამოვნებით მოქსოვდნენ ღუნღულა ქუდებს ახალგაზრდა თაობისთვის, ჩააქსოვდნენ სითბოს და სიყვარულს. სამაგიეროდ მიიღებდნენ არც თუ მცირე შემოსავალს საყვარელი საქმით, სახლიდან გაუსვლელად”.

აქედან დაიბადა ახალი პროდუქტის იდეა, რომელიც ბებიებს შემოსავალს გაუჩენდა, ხოლო ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა, გამთბარიყვნენ ბებიების მზრუნველი ხელებით მოქსოვილი ქუდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაქსოვი, ხარისხიანი ქუდების ქართული ბრენდი ბაზარზე არ არსებობდა, გადაწყდა კომპანიის შექმნა, რომელიც დაასაქმებდა იმ ბებიებს, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მათი მისიაა ბებიებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. მათი ყოველდღიური შრომა მიმართულია მთავარი მიზნისკენ –  ბებიებს დაბრუნონ იმის განცდა, რომ მათი საქმე საზოგადოებისთვის ისევ ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, აქტიურ ცხოვრებას დააბრუნონ და შემოსავალი გაუჩინონ, რაც შეიძლება მეტ ხანშიშესულ ქალბატონს საქართველოში.

ერთი მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევენ, იცხოვრონ აქტიურად და მიიღონ დამატებითი შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნიან მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს. 

მათ სწამთ, რომ ბრენდი არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის მიმწოდებელი სისტემა, არამედ, ის უნდა ქმნიდეს ჭეშმარიტ ღირებულებას ადამიანისთვის.ისინი აკავშირებენ ერთმანეთთან ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და სიმბოლურია, რომ ამ კავშირის გაბმას ყველაზე თბილი პროდუქტის შექმნა მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!