ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ბინების ფასი 5%-ით მოიმატებს – „არსი“

0
გაზიარება

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით 2022 წლის ბოლომდე ბინების ფასები კიდევ 5%-ით გაიზრდება.  ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია ლოკაციების მიხედვით.

„ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ვამბობდით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ბინებზე ფასები მოიმატებდა. კრიზისულ პერიოდს ახლავს შეჩერებული ეკონომიკა და ფასები. ამას ემატება ინფლაცია და ახლა უკვე ომი უკრაინაში, რამაც გამოიწვია სამშენებლო მასალების ფასების ზრდა, რაც საბოლოოდ ბინების ფასზეც აისახება.ფასების ზრდა უფრო მეტად გარეუბნებში შეინიშნება, სადაც ბინების ღირებულება უფრო დაბალი იყო, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა პრემიუმ სეგმენტს შეეხო, რომლის ფასიც ისედაც მაღალი იყო. თუ აქამდე გარეუბნებში კვადრატულის ღირებულება 500-600 დოლარი იყო, ახლა გახდა 700-800 დოლარი. მიუხედავად ფასის ზრდისა, მოთხოვნის ნაწილი არის მზარდი, ესეც ფასის ზრდის ერთ-ერთი პირობაა. ჩემი პროგნოზით წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ 5%-ით გაიზრდება ანუ ჯამურად 30%-იან ზრდას მოველით“ – განაცხადა ორთოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!