ბიზნესი

ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქცია აქვს

0
გაზიარება

”საქართველოს ბანკი” განაგრძობს ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას. ”საქართველოს ბანკის”  ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი ხდება საკრედიტო ხაზის როგორც ონლაინ ათვისება, ასევე მისი ონლაინ დაფარვა.
საკრედიტო ხაზის ათვისება ბიზნესებს, როგორც მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსების, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს ინტერნეტბანკის ავტორიზებული მომხმარებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, ბიზნესს სწორეს ის პროდუქტი და იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იქნება. ამჯერადაც, ბიზნეს პროცესების გამარტივების მიზნით, ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისებისა და დაფარვის ფუნქციონალი დავამატეთ. ეს ბიზნესს საკრედიტო ხაზების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია აითვისოს ან გაიაქტიუროს საკრედიტო ხაზის ლიმიტი ერთ ან/და რამდენიმე ტრანშად, ან დაფაროს ის ბიზნეს ინტერნეტბანკიდან საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში“ – განუცხადეს BM.GE-ს საქართველოს ბანკში.

მსგავსი სიახლეები

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…

თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები ითამაშებენ

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან. Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე…

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!