დღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

„ბაზისბანკმა“ ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა

0
გაზიარება

2022 წლის ოთხი თვის შედეგებით, ბაზისბანკის მიერ, ბიზნესებზე გაცემული ინვესტიციის მოცულობამ, 305 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პორტფელი 17%-ით გაიზარდა.

როგორც “ბაზის ბანკის” მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილის მონაცემებით, სასესხო პორტფელში ზრდა, ქართულ ბანკებს შორის, მხოლოდ სამ ბანკს აქვს და ზრდის ტემპით, ბაზისბანკი მე-2 ადგილს იკავებს.

“ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს შორისაა აგრო სექტორი, საწარმოო, სამშენებლო, დეველოპერული და სავაჭრო სექტორები.

ბიზნესის დაფინანსება ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საკრედიტო პროდუქტები მაქსიმალურად არის მორგებული კლიენტის მოთხოვნებს, რაც მოქნილ პროცედურებს და კონკურენტუნარიან განაკვეთს გულისხმობს.

ბაზისბანკის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფოსთან არსებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები. ბანკი, პირველივე დღიდან არის ჩართული როგორც შეღავათიანი აგრო კრედიტის, ასევე აწარმოე საქართველოში და სხვა პროგრამებში”, – წერია რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!