საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკამთავარი ამბებისიახლეები

ბიზნესები, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა

0
გაზიარება

Amazon & Whole Foods – 13,7 მილიარდი დოლარი

Amazon-მა Whole Foods 2017 წელს 13,7 მილიარდ დოლარად შეიძინა და მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. Amazon Prime-მა გავლენა მოახდინა Whole Foods-ზე. ამრიგად, 2022 წელს გაყიდვები 7,5%-ით 7,42 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

AstraZeneca & Alexion Pharmaceuticals – 39 მილიარდი დოლარი

ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა AstraZeneca-მ 39 მილიარდი დოლარის ღირებულების Alexion Pharmaceuticals შეიძინა. ეს საშუალებას აძლევს AstraZeneca-ს, თავის პორტფელში დაამატოს იშვიათი დაავადებების იმუნოლოგიური მედიკამენტები.

ფარმაცევტული კომპანია გეგმავს ნელ-ნელა გაყიდვები 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.

Disney & 21st Century Fox – 71,3 მილიარდი დოლარი

Disney-მა სწორად გათვლილი ნაბიჯი გადადგა 2019 წელს, როდესაც რუპერტ მერდოკის კუთვნილი გასართობი ბიზნესი 21st Century Fox 71,3 მილიარდ დოლარად იყიდა. გარიგებამ დისნეის წვდომა მისცა Fox Film and TV Studios-ზე, National Geographic-ზე, FX Networks-ზე და ინდურ სატელევიზიო გიგანტ Star India -ზე.

Amazon & MGM – 8,5 მილიარდი დოლარი

2021 წლის მაისში, Amazon -მა მოახდინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესყიდვა, როდესაც მედია კომპანია Metro-Goldwyn-Mayer 8,5 მილიარდ დოლარად მიისაკუთრა. შესყიდვა 2022 წლის მარტში, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური მარეგულირებლისგან ნებართვის მიღების შემდეგ დასრულდა.

Amazon -ს MGM-ის კატალოგიდან აქვს 4000 ფილმი და 17000 სატელევიზიო ეპიზოდი.

Discovery & WarnerMedia – 43 მილიარდი დოლარი

2021 წელს სატელეკომუნიკაციო გიგანტის AT&T-ის სპინოფი WarnerMedia, Discovery-მ 43 მილიარდ დოლარად შეიძინა. AT&T-ის აქციონერები გააგრძელებენ კომპანიის 71%-იანი წილის ფლობას, ხოლო Discovery-ს ახლა 31%-იანი წილი აქვს.

Microsoft & Activision Blizzard – 69 მილიარდი დოლარი

Microsoft-ის მზარდი მეტავერსიის სტრატეგიის მხარდასაჭერად, კომპანიამ დაგეგმა, რომ 2022 წლის იანვარში შეიძინოს წამყვანი ვიდეო თამაშების გამომცემელი Activision Blizzard 69 მილიარდ დოლარად.

Activision ცნობილია თავისი პოპულარული თამაშებით Call of Duty და Candy Crush. გარიგება ჯერ კიდევ დამტკიცების პროცესშია მხარეებს შორის და სავარაუდოდ, 2023 წლის ივნისისთვის დასრულდება.

Meta & WhatsApp – 19 მილიარდი დოლარი

Meta -მ (იგივე ფეისბუქმა) შეიძინა ინსტაგრამი. ხოლო 2014 წელს WhatsApp 19 მილიარდ დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-ს თავდაპირველად აკლდა ბაზარზე წვდომა აშშ-ს ფარგლებს გარეთ, შესყიდვა მას გაფართოებაში დაეხმარა.

Microsoft & LinkedIn – 26,2 მილიარდი დოლარი

2016 წლის ივლისში მაიკროსოფტმა გამოაცხადა დასაქმებაზე ორიენტირებული ონლაინ სერვისების პლატფორმა LinkedIn-ის შეძენის გეგმა 26,2 მილიარდ დოლარად.

არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც კომპანიები ერთად მუშაობენ, თუმცა გარკვეული მიმართულებებით LinkedIn დამოუკიდებელია.

ელონ მასკი და Twitter – 44 მილიარდი დოლარი

ამჟამად 240,1 მილიარდი დოლარის ქონებით, ელონ მასკი დედამიწის უმდიდრესი ადამიანია. მისი ბოლო შენაძენი მოიცავს მიკრობლოგის საიტს Twitter-ს.

44 მილიარდ დოლარიანი გარიგება სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

წყარო – therichest.com

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!