დღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოება

“ბლექ სი არენა” 25 დღით უამინდობის დაზღვევაზე გამარტივებულ ტენდერს აცხადებს

0
გაზიარება

შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას” მიერ ჩასატარებელი 9 (ცხრა) ღონისძიების უამინდობის გამო გაუქმებისა და სხვა რისკების დაზღვევის მომსახურების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა. უამინდობის გამო გამოწვეული ფინანსური ზარალის დაზღვევაში კომპანია 48 500 ლარს იხდის. საუბარია მიმდინარე წლის 31 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე.

როგორც “ბლექ სი არენა ჯორჯიას” მხრიდან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ განმარტებით ბარათშია წერია, გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიებები დაგეგმილია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), ღია სივრცეში და აღნიშნული რეგიონი გამოირჩევა ნალექის სიუხვით, დაზღვევის შესყიდვა განპირობებულია ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით.

მათი განმარტებით, კომპანიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა, თუმცა ქართულ ბაზარზე არსებულ სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ მსგავსი პროდუქტი, შესაბამისად, აუცილებელი გახდა სადაზღვევო კომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმოება, რამაც ბაზრის კვლევა გაახანგრძლივა. მათი თქმით, შემოთავაზება “ბლექ სი არენამ”, უამინდობის გამო ფინანსური ზარალის ანაზღაურებაზე მხოლოდ ერთი კომპანიისგან მიიღო.

მათი მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ “ბლექ სი არენას” პირველი ღონისძიება 2022 წლის 31 ივლისს არის დაგეგმილი, ვერ ესწრება სატენდერო პროცედურების ჩატარება. ამ მიზეზის გამო კომპანია გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითხოვს.

ხელშეკრულებას კი ამ გზით, სავარაუდოდ, იმ ერთადერთ კომპანიასთან გააფორმებს, რომელმაც ბაზრის კვლევის პროცესში მათ შეთავაზება გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!