წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

BOLDI

0
გაზიარება

კომპანია ბოლდი საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამკერვალო პროდუქციის წარმოება და ბრენდირება მოთხოვნის შესაბამისად. კომპანია დღეის მდგომარეობით ასაქმებს 20 ადამიანს.

კომპანია ბოლდის აქვს დივერსიფიცირებული ბიზნეს მოდელი და მისი საქმიანობა სამი მიმართულებით ვითარდება:

  1. უნიფორმებისა და სპეც-ტანსაცმლის წარმოება და ბრენდირება როგორც ნაბეჭდი, ისე ნაქარგი სახით დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე ბრენდული ტანისამოსის წარმოება ხარისხის მაღალი სტანდარტით ქართული და უცხოური ბრენდებისთვის საკუთარ ქსელში სარეალიზაციოდ. 10 წლიანი მოღვაწეობის ფარგლებში კომპანიამ შეძლო არაერთი ქართული თუ უცხოური ბრენდისთვის მომსახურების გაწევა და დღესაც აქტიურად ანვითარებს ამ მიმართულებას. კომპანიას მიზნად აქვს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ფართო ოპერირება, რისთვისაც წელს დაიწყო მუშაობა ISO-ს სტანდარტების დანერგა-სერთიფიცირებაზე, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
  2. კომპანიის საქმიანობის მეორე მიმართულებას წარმოადგენს საკუთარი ბრენდის განვითარება NEWTORSO-ს სახელის ქვეშ. ბრენდის ძირითად მიმართულებად არჩეულია კლასიკური ტანისამოსის ხაზი ყოველდღიური და გამარტივებული ელემენტებით. მისი განვითარებისთვის შეიქმნა ონლაინ მაღაზია www.newtorso.com, რომელიც მოქმედია მთელი მსოფლიოს მაშტაბით ონლაინ გადახდისა და მიწოდების შესაბამისი სერვისებით. ბრენდის შოურუმი წარმოდგენილია BOLDI-ს საწარმოში. ახლო მომავალში იგეგმება საკუთარი სარეალიზაციო წერტილების გახსნა საქართველოს ფარგლებში. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბრენდის პროდუქციის ევროპულ შოურუმებში წარდგენასა და რეალიზებაზე.
  3. BOLDI-ს ბიზნეს საქმიანობის მესამე მიმართულებას წარმოადგენს კერვის შემსწავლელი პროფესიული კურსები, რომელიც ორიენტირებულია მსხვილი სამკერვალო ფაბრიკების მოთხოვნებზე და საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, სტუდენტებს ნულიდან ასწავლის ყველა იმ აუცილებელ ოპერაციასა და ნივთის კერვას, რომლების წარმოებაც ხდება ყველა სხვილ სამკერვალო ფაბრიკაში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეხმარება ასაქმებს პარტნიორ ფაბრიკებში.

მსგავსი სიახლეები

ბადიში • Badishi

ბადიში • Badishi არის გურული საოჯახო ფირმა, რომელიც გურიაში, გურული დარაიონებული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით…

Hometta • ჰომეტა

Hometta • ჰომეტა ავეჯის საწარმოა, რომელიც ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას, რეალობაში ასახავს. კომპანია Hometta • ჰომეტა გთავაზობთ…

Jer.ge/ჯერჯი

Jer.ge/ჯერჯი არის ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მისთვის საჭირო/სასურველი ხარისხიანი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლოს ადგილზე…

კარულა – karula

დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად 2022 წელს კომპანია „კარულა“ დაარსდა, რომელიც მომხმარებლებს კარის სახელურების, სრულიად განსხვავებულ და ესთეტიურ დიზაინებთან ერთად, კარისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობებს :  გამაჩერებლები,…

დელ ჰაუსი

კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია - „დელ ჰაუსი“  2009 წელს შეიქმნა და მომხმარებლებს სურვილის და მოთხოვნების შესაბამისად, მაღალი სტანდარტის, თანამედროვე სტილისა და ყველა სირთულის მდფ-ის შიდა კარს სთავაზობს. კომპანიის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!