დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებიფინანსებიქართული წარმოება

“ბორჯომმა” წარმოება მცირე დატვირთვით განაახლა

0
გაზიარება

„ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით, მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი“

მერაბ მეტრეველი აცხადებს, რომ წარმოების მცირე მოცულობებით აღდგენის მიზანი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან – საქართველოს ბაზარზე პროდუქციით მომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაა. კომპანიის ინფორმაციით, პირველ და მეორე ქახანაში ამ ეტაპისთვის მცირე დატვირთვის პირობებში 200-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო ნაწილი სახლებშია.  

„გაფიცვაში მონაწილეობს ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი.

მოგეხსენებათ, დღეს კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან – საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი. გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად“, – აცხადებს ქარხნის დირექტორი.

მერაბ მეტრეველი გაფიცულთა მოთხოვნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელფასების 25%-იანი ზრდა ამ ვითარებაში არარეალურია.

„IDS ბორჯომი საქართველო რჩება ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებელად, ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95%-ი შევინარჩუნეთ, ასევე, უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ – ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის.

აღნიშნულ ვითარებაში კი, არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები“, – აცხადებს ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი.

შეგახსენებთ, რომ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ბორჯომის ქარხნის მიმდებარედ დღეს, 6:00 საათიდან კომპანიის 400-მდე დასაქმებულის გაფიცვა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!