დღის სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

ბრედ პიტის 100 მილიონ დოლარიანი უძრავი ქონების პორტფოლიო

0
გაზიარება

ოსკაროსანმა მსახიობმა ბრედ პიტმა წლების განმავლობაში შეიძინა სასახლეები ლოს-ანჯელესში, სამხრეთ საფრანგეთსა და ნიუ ორლეანში. მისი უძრავი ქონების პორტფელი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

  • კალიფორნია, კარმელი

კალიფორნიის პლაჟის ამ მონაკვეთზე არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება რეგიონის ისტორიაში, რომელიც 1918 წელს აშენდა. ის დააპროექტა სახელგანთქმულმა არქიტექტურულმა ჯგუფმა Greene and Greene-მა. ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და აქვს ხმელთაშუა სტილის სახურავი და თაღიანი ფანჯრები.

  • ლოს-ანჯელესი

მას შემდეგ, რაც ბრედ პიტმა ფილმებში „შემოდგომის ლეგენდები“ და „ინტერვიუ ვამპირთან“ მიიღო მონაწილეობა, შეიძინა ლოს ფელიზის რეზიდენცია, რომელშიც 1.7 მილიონი დოლარი გადაიხადა. წლების განმავლობაში, გააფართოვა და ახლა ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს და მინიმუმ ოთხ შენობას.

  • კალიფორნია, გოლეტა

ჯერ კიდევ მაშინ, როცა პიტი ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული, წყვილმა სანტა ბარბარას ოლქში დასასვენებელი რეზიდენცია შეიძინა.

მსახიობმა სანტა ბარბარას მახლობლად მდებარე, ოკეანის პირას არსებულ 11.5 ჰექტარის ფართობის სახლში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრედ პიტი ამ ლოკაციაზე ანჯელინა ჯოლისთან ქორწინების პერიოდშიც ცხოვრობდა.

  • სამხრეთ საფრანგეთი

მსახიობს ასევე აქვს ფრანგული შატო. 1200 ჰექტარი ფართობის ქონება, რომელიც 60 მილიონ დოლარად შეიძინა.

2019 წელს, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ვილა იურიდიული დავის საგანი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქ აგებულია მრავალი ვილა, ჩამწერი სტუდია, სამლოცველო, შიდა და გარე აუზები, ფიტნეს ცენტრი, სპა და თეატრი. ასევე, არის ველოსიპედის ბილიკი და ვიდეო თამაშების ოთახი ბავშვებისთვის.

  • ნიუ ორლეანი

2006 წელს, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში პიტმა სასახლე 5 მილიონ დოლარად იყიდა. დაახლოებით, 1850 წლის ქონება მან და ანჯელინა ჯოლიმ იმ დროს შეიძინეს, როდესაც პიტმა ნიუ ორლეანის განადგურებულ მეცხრე უბანში სახლების ასაშენებლად ფონდი დააარსა.

  • მალიბუ, კალიფორნია2005 წელს ზღვისპირა სასახლე შეიძინა, რომელსაც რემონტი დასჭირდა. ხუთოთახიანი სახლი, რომელიც მან აღადგინა, შეიცავს ბუხრებს, ჩოგბურთის კორტს და კერძო სანაპიროს
  • კალიფორნია, ბევერლი ჰილსი

ანისტონმა და პიტმა ქორწინების დროს ბევერლი ჰილზსში მდებარე ვილა 12.5 მილიონ დოლარად იყიდეს.

სასახლე აღჭურვილი იყო მარმარილოს იატაკით სამზარეულოში, ბარის ოთახით და ხის იატაკით, რომელიც შემოტანილია 200 წლის ფრანგული შატოდან. 2006 წელს, მათი განშორების შემდეგ, მათ გაყიდეს ნორმანდიის სტილის 12 000 კვადრატული ფუტის ფართი. წლების შემდეგ, მდიდრული ქონება 56 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!