ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.5%-მდე შემცირდა

0
გაზიარება

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა – დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.

ცნობისთვის, წინა თვეს ინფლაცია 10.7%-იან ნიშნულზე იყო; ოქტომბერში კი სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 11.1%-ს შეადგენდა, რაც 40-წლიანი რეკორდია.

ბრიტანეთში ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც 6.3%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად წინა თვეებში დაფიქსირებული 6.5%-ისა, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ანალიტიკოსები დეკემბერში CPI-ის 6.2%-მდე შემცირებას პროგნოზირებდნენ.

ინფლაციის ტემპის შენელება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3.50%-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრიტანეთის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ით დაეცა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კომუნალური ხარჯებისა და ინფლაციის დონის შემცირებაზე.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!