სტარტაპებიRSS კატეგორიაგანათლებასაზოგადოებატექნოლოგიები

„ბულბული“ — აუდიო ზღაპრების ქართული აპლიკაცია

0
გაზიარება

„ქართული ზღაპრები – აუდიო ბიბლიოთეკა“ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტს. პროექტი აერთიანებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ზღაპრების აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერილია 1960-70-იან წლებში. ზღაპრებს კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი. აუდიო ალბომის ილუსტრაცია ეკუთვნის ზაალ სულაკაურს.

“მარკეტერთან” საუბრის დროს იდეის ავტორმა, ნათია ამირიძემ განაცხადა, რომ იდეა საჭიროებიდან გამომდინარე გაუჩნდათ.

“იდეა იმ საჭიროებიდან გამომდინარე განვახორციელეთ, რომელსაც ჩვენ, როგორც მშობლები, წლების მანძილზე ვხედავდით. ინტერნეტში მრავლადაა დაბალი მხატვრული და საშემსრულებლო ხარისხის ზღაპრები და ისტორიები. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბავშვებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალის მიწოდებით ექნებათ საშუალება, გაიუმჯობესონ მეხსიერება და მოსმენის უნარი, გაიღრმავონ წარმოსახვა და ფანტაზია, გამოიმუშავონ გამართული თხრობის სტილი და გაზარდონ სიტყვათა მარაგი. რაც მთავარია, ბავშვობიდან შეიყვარონ წიგნები, დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა და ნაკლები დრო გაატარონ ტელეფონის ეკრანთან. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ ამ ყველაფერს უფრო მეტი აუდიო დატვირთვა ჰქონოდა, ვიდრე ვიზუალური. 

ჩვენი პროექტი საზღვარგარეთ აღზრდილი ქართულად მოსაუბრე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს, რადგან ემიგრაციაში ქართული ენის შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია.  ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ “ბულბული“ ამ საკითხის გადაჭრას სულ ცოტათი მაინც დაეხმარება და  ბავშვებს სწორი ქართული მეტყველების მოსმენისა და უფრო გამართული საუბრის სწავლის საშუალებას მისცემს.”

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

Cafe-Bar Georgia Gold

Georgia Gold კვლავ მზად არის გიმასპინძლოთ მისი ელეგანტური ინტერიერით და საუცხოო კერძებით... დაგეგმე შენი დღე Georgia Gold _თან ერთად! იყავი გამორჩეული საკონტაქტო ინფორმაცია: +995 511 22 22 16  ქ. გორი, სტალინის 26ა  SGBA - …

რესტორანი “გაგრა” • Restaurant “Gagra”

თქვენი ბედნიერი დღეები - ჩვენთან ერთად "გაგრაში"!  დაგეგმეთ ივენთები, ქორწილები და დაბადების დღეები რესტორან გაგრაში საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 599 06 69 19  ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!